ექიმთან
მიღებაზე
ჩაწერა

რატომ მატულობს მხედველობა
„ გ ა ნ უ კ უ რ ნ ე ბ ა დ ი “

დაავადებების დროს ქირურგიის და მედიკამენტების გარეშე.

მაგოთერაპია
არა ქირურგიული,
არა მედიკამენტოზური,
მხედველობის  აღდგენის  ფიზიოლოგიური მეთოდი.
კლინიკურად გამოცდილი. სტაბილური შედეგები. გართულებების და რისკის გარეშე.

რას ეფუძნება მაგოთერაპია?

1901 წელს რუსმა ფიზიოლოგმა ნ.ე. ვედენსკიმ სენსაციური აღმოჩენა გააკეთა. მან დაამტკიცა, რომ ნებისმიერი პათოლოგიის დროს უჯრედები იმყოფებიან ცოცხალი, მაგრამ ფუნქცია დაკარგული ’მიძინებული“ ანუ პარაბიოტულ მდგომარეობაში. ეს გახდა საწინდარი იმისა, რომ მეცნიერების გარკვეულმა ჯგუფმა დაიწყო ბადურაზე არსებული უჯრედების „გამოღვიძება“, ანუ მათთვის ფუნქციის (მხედველობის) აღდგენა, ე.ი. პარაბიოტული მდგომარეობიდან გამოყვანა. 1980 წლების ბოლოს მოსკოვის თვალის მიკროქირურგიის ინსტიტუტში იყო წარმატებული მცდელობები უჯრედების პარაბიოტული მდგომარეობიდან გამოყვანის, მათ შორის ქირურგიული გზითაც.

ჩვენი კოლეგების გამოცდილების ინტერპრეტაციამ
ჩაუყარა საფუძველი მაგოთერაპიას.

ქირურგიული ჩარევის ნაცვლად, ჩვენ გამოვიყენებთ სხვა და სხვა ტიპის აპარატურას, რომელიც სპეციალურად შექმნილია მაგოთერაპიისთვის. კანის ზემოდან განთავსებული აპარატურა, წამის 0,002 ნაწილში, ორგანიზმში იწვევს დადებითი ბიოქიმიურ ცვლილებებს, უჯრედები გამოდიან პარაბიოტული მდგომარეობიდან და მათ უბრუნდებათ ფუნქცია-მხედველობა.

რატომ  ხედავთ  ცუდად?

ადამიანის ნებისმიერი ორგანოს ფუნქციონირება დამოკიდებულია ცენტრალური ნერვული სისტემის გამართულ მუშაობაზე.

ინფორმაციის გადამტანი ნერვულ სისტემაში არის ნერვული იმპულსი. ესენი არიან „უჯრედი სპეციალისტები“, რადგან ყველა ნეირონის ფუნქცია მკაფიოდ არის განსაზღვრული — რომელი ორგანოსთვის რომელი ნეიროიმპულსი მიაწოდოს.

ნეიროიმპულსის წარმოქმნა და მისი სწორი ფუნქციონირება დამოკიდებულია უჯრედშიდა მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა იწვევს შეფერხებებს ნერვული იმპულსის წარმოქმნა–გადაადგილებაში.

როდესაც თვალი (თვალები) ცუდად ხედავს, თავის ტვინამდე მიდის სუსტი ან ძალიან სუსტი იმპულსი. შესაბამისად ტვინი ვერ აღიქვამს ამ იმპულსს, ვერ ამუშავებს მას და გამოსახულება ხდება არაასრულყოფილი და წაშლილი.

მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ ი ა:
რამდენად სწორად ღებულობს თავის ტვინი ინფორმაციას ნერვული იმპულსების მეშვეობით. რამდენად სწორად ამუშავებს ტვინი მიღებულ ინფორმაციას. რამდენად სრულყოფილად გადასცემს ტვინი ამ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს.

რა არის ნერვული იმპულსი და ნეირონი?

ნერვულ სისტემაში ინფორმაციის მატარებელი და გადამტანი არის ნერვული იმპულსი, რომელიც ნერვულ უჯრედში ელექტროქიმიური პროცესის შედეგად წარმოიქმნება და სწრაფად — წამის 0.002-ში — ვრცელდება ნერვული უჯრედის გრძელი წანაზარდის (აქსონის) მეშვეობით.

ეს საკმაოდ რთული პროცესია და უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, წარმოვიდგინოთ მიწიდან ფესვებით ამოღებული ხე.

ნეირონები ძირითადად შედგება სამი ნაწილისგან: აქსონი (ხის ღეროს მსგავსად), უჯრედის სხეული (ფესვის ბოლქო) და დენდრიტები (აწეწილი ფესვები). ნერვული უჯრედები ერთმანეთთან კონტაქტს სინაპსებით ამყარებენ, ხოლო იმპულსი ერთი მიმართულებით გადადის — აქსონიდან დენდრიტის/სხეულის მიმართულებით.

როგორ წარმოიქმნება ნერვული იმპულსი.

ნეირონის წარმოქმნისთვის და გამართული მუშაობისთვის საჭიროა ენერგია, რომელიც უჯრედშიდა მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების შედეგად წარმოიქმნება. ყველა უჯრედში მუდმივად ხდება ცილების და სხვა ნივთიერებების სინთეზი, რასაც ნერვული იმპულსის ფუნქციონირებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ნივთიერებათა ცვლის გამართული მუშაობა განსაკუთრებით დამოკიდებულია უჯრედში ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსზე და სხვა ფაქტორებზე. უჯრედშიდა პროცესების სწორი ფუნქციონირება განპირობებულია მეტაბოლიტური პროცესების გამართულ და სინქრონულ მუშაობაზე.

კანის ზემოდან განთავსებული აპარატურა უჯრედის დონეზე ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, იზრდება უჯრედების მემბრანული პოტენციალი, რაც ხელს უწყობს ნერვული იმპულსის გატარებას წამის 0,002 ნაწილში.

ხდება უჯრედების გაჯერება ჟანგბადით.
სისხლში PH დადებით ცვლილებები.
უჯრედის მემბრანული პოტენციალის შეცვლა.
კალიუმისა და ნატრიუმის განსხვავების სათანადო ნიშნულამდე მიყვანა და სხვა.

პოზიტიური ბიოქიმიური ცვლილებების შედეგად:

უჯრედები გამოდიან პარაბიოტიული მდგომარეობიდან.
მკურნალობა მიმდინარეობს ამბულატორიულად
წამის 0.002 ნაწილში ნერვული იმპულსი მიდის ტვინამდე.
ტვინი უკვე აღიქვამს მიღებულ იმპულს.
პაციენტის ასაკი — ჩვილობიდან ღრმა მოხუცებულობამდე
სწორად გადაამუშავებს მიღებულ იმპულსს.
უბრუნებს თვალს სრულყოფილ გამოსახულებას.
ხდება მხედველობის აღდგენა.
ამიტომაც არის შედეგი ასე დაუჯერებლად მოკლე დროში — პროცედურიდან 1 საათში!

მხედველობის აღქმა ერთ საათში.

პროცედურიდან ერთ საათში, პაციენტი მხედველობის მომატებას აღიქვამს გაელვების სახით, რომელიც გარკვეული პერიოდულობით ჩნდება თვალის წინ. ათი სამუშაო დღის მანძილზე „გაელვების“ ხანგრძლივობა და პერიოდულობა იზრდება. მეტი და მეტი უჯრედი „იღვიძებს“ და ერთვება მხედველობის პროცესში, ხოლო ტვინი კი „სწავლობს“ მათზე ადექვატურ რეაგირებას. ერთ საათში მიღებულ შედეგს სჭირდება გამყარება ყოველდღიურად — ხუთი ან ათი დღის მანძილზე — 1–3–4 საათის განმავლობაში (რაც ინდივიდუალურია). განმეორებითი კურსების შედეგად მხედველობა კვლავ მატულობს.