ექიმთან
მიღებაზე
ჩაწერა

  თვალის კლინიკა - ახალი ტექნოლოგიები MaGo

  მაგოთერაპიის შესახებ

ჩვენ ვმკურნალობთ პაციენტებს 1996 წლიდან!

  • დაავადების სირთულეს, ხანგრძლივობას და პაციენტის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.
  • ვიკვლევთ და ვაღორძინებთ ორგანიზმის რესურსს
  • ინოვაციური აპარატურით შედეგი ერთ საათში დგება

• ქირურგიის და მედიკამენტების გარეშე

• სტაბილური შედეგი

• გამორიცხულია გვერდითი მოვლენები, რისკი, ალერგია

  თვალის კლინიკა "ახალი ტექნოლოგიები - MaGo"

პატენტი

მაკა გოგიაშვილის თერაპია — მაგოთერაპია მხედველობის აღდგენის ინოვაციური მეთოდი. მაგოთერაპით 1996 წლიდან ხდება პაციენტების მკურნალობა. დაცულია საერთაშორისო პატენტებით. სტაბილური შედეგი. ქირურგიის და მედიკამენტების გარეშე. გამორიცხულია გვერდითი მოვლენები, რისკი, ალერგია.

  მაკა გოგიაშვილის კლინიკა „ახალი ტექნოლოგიები-MaGo“ შესახებ

თბილისში, კლინიკა „ახალი ტექნოლოგიები-MaGo“ შექმნის მიზანი იყო, მხედველობის დაბრუნება იმედ დაკარგული პაციენტებისთვის. მაკა გოგიაშვილმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1983 წლიდან მუშაობდა და სწავლობდა მოსკოვის თვალის მიკროქირურგიის ინსტიტუტში.


ფოტო

1989 წელს სვიატოსლავ ფეოდოროვის ხელმძღვანელობით მოსკოვის თვალის მიკროქირურგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2000 წელს — სადოქტორო დისერტაცია. მუშაობდა მოსკოვის ადამიანის ტვინის ინსტიტუტში, სადაც იკვლევდა კანის ზემოდან განთავსებული აპარატურის ზემოქმედების შედეგებს ნერვულ-ოპტიკურ სისტემასა და ორგანიზმზე. მიღებულმა გამოცდილებამ ჩაუყარა საფუძველი დაპატენტებულ ინოვაციურ მეთოდს — მაგოთერაპიას.

ჩვენი კლინიკური გამოცდილება და ინდივიდუალური მიდგომა გვაძლევს საშუალებას პირველივე ვიზიტზე გითხრათ, რამდენად მოგემატებათ მხედველობა. შემდეგ თქვენ წყვეტთ, გააგრძელოთ თუ არა ერთ საათში მიღებული შედეგის გამყარება 5 ან 10 დღის მანძილზე. 25 წელზე მეტია წარმატებით ვიყენებთ მაგოთერაპიას თვალის მრავალი სნეულებების და „განუკურნავი“ დაავადებების მკურნალობისას.

ლოკაცია

კლინიკა „ახალი ტექნოლოგიები-MaGo“

მდებარეობს თბილისის ცენტრში, ძველი თბილისის ულამაზეს უბანში, სადაც მეტრო, სასტუმროები და კაფეები ხელს უწყობს პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კომფორტულად იგრძნონ თავი მკურნალობის პერიოდში.

  ჩვენი კლინიკის უპირატესობები

ლოგო

25+ წელი გამოცდილება
1996 წლიდან დღემდე 7000+ პაციენტს ვუმკურნალეთ.

სათვალე „ყავარჯენია“

კვლევების ანალიზის მიხედვით, სათვალე ხშირად ეხმარება, მაგრამ წლების განმავლობაში შესაძლოა დიაპტრია მატულობდეს.

ორგანიზმის რესურსი

ადამიანს გააჩნია შიდა რესურსები, რომელთა მოძიება და აქტივაცია შესაძლებელია ინდივიდუალური მიდგომით.

პროგნოზი პირველივე ვიზიტზე

ავტორიზებული მეთოდიკით, გამოკვლევის საფუძველზე პაციენტი იღებს პროგნოზს შედეგზე.

შედეგი — ერთ საათში

კანის ზემოდან განთავსებული აპარატურა ხელს უწყობს ნერვული იმპულსის სწრაფ გატარებას; მიღებულ შედეგს სჭირდება გამყარება 5–10 დღის განმავლობაში (ინდივიდუალურად).

მრავალწლიანი პრაქტიკა

გამოცდილება და შედეგების ანალიზი გვაძლევს ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას.

  წარმატებების სტატისტიკა

ინდივიდუალური მიდგომა, ხშირი კონტაქტი და მიღებული შედეგების ანალიზი საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ მკურნალობის შედეგები.

მაგოთერაპიით მკურნალობის შედეგები

დაავადებების მიხედვით

სიელმე, ასტიგმატიზმი, მიოპია
93 %
შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია)
92 %
ამბლიოპია (გაზარმაცებული თვალი)
88 %
ბადურის ატროფიულ დისტროფიული პროცესები
79 %
უშედეგო ოპერაციების შემდეგ
78 %
გლაუკომა
74 %
ნისტაგმი
67 %
მხედველობის ნერვის ნაწილობრივი ატროფია
59 %
კერატოკონუსი (I–II სტადია)
49 %

მეთოდის ფიზიოლოგიურობიდან გამომდინარე, მისი გამოყენება შესაძლებელია

ყოველ 3–6–9 თვეში ერთხელ, სასურველი შედეგის მისაღწევად.

  როგორ ვმკურნალობთ მაგოთერაპიით

სპეციალურად მაგოთერაპიისთვის შექმნილი აპარატურა — რომელსაც კანის ზემოდან ვანთავსებთ მხედველობის ტრაქტის მიმართულებით — ხელს უწყობს ნერვული იმპულსის გატარებას წამის 0.002 ნაწილში. პარაბიოტულ („მიძინებულ“) მდგომარეობაში არსებული უჯრედები „იღვიძებენ“ და იბრუნებენ ფუნქციას — მხედველობას. ამიტომაც ტესტირებიდან ერთ საათში აღიქმება შედეგი, რომელსაც სჭირდება გამყარება 5–10 დღის მანძილზე.

ნერვული სისტემა

  მაგოთერაპიის ავტორი და კლინიკის ხელმძღვანელი

  აკადემიური კვალიფიკაცია

1978
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. ექიმი.
1979
კლინიკური ორდინატურა — ქირურგის კვალიფიკაცია.
1985
მოსკოვის თვალის მიკროქირურგიის კომპლექსი (ასპირანტურა).
1989
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
1990
როსტოვის ნეიროკიბერნეტიკის ინსტიტუტი — ნეიროსტიმულაცია.
1991
მოსკოვი — ზოგადი სტიმულაციის კურსი.
1993
დაბალ ინტენსიური ლაზეროთერაპია.
1995
დოქტორანტურა.
1998
ადამიანის ტვინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი — ფუნქციონალური ნეიროქიმია.
1999
Cource on “Prevention of Blindness”, Bethesda, Maryland, Washington D.C., U.S.A.
1999
Cource on “OPHTHALMOMETRY”, Bethesda, Maryland, Washington D.C., U.S.A.
2000
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

  საზოგადოებრივი აქტიურობა

1996
ნიუ იორკის სამეცნიერო აკადემიის ქმედითი წევრი.
1996
ევროპელ ოფთალმოლოგთა საბჭოს წევრი.
1997
ქალები სიცოცხლის და მშვიდობისათვის (საქველმოქმედო ორგანიზაცია).
2000
Rotary International Club — საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია.
2004
ზეპირი მოხსენება „თვალის სნეულებათა მკურნალობის ახალი მიდგომა“.
2005
ზეპირი მოხსენება „რატომ არის სათვალე თვალის ყავარჯენი“.
2012
MWIA… Report: new method of treatment…
2012
„მაგოთერაპიით ნამკურნალები პაციენტების შორეული შედეგები“.

  ნაბეჭდი შრომები (შერჩეული)

1975
ჰიპერთერმიული სინდრომი ბავშვთა ქირურგიის პრაქტიკაში, გვ.181.
1976
Казань… „Комплексная ენზимо терапия…“, стр 203.
1986
„Молекулярная რეგენерация коллагена…“, стр 11.
1997
Laser health’97 — “Application of red and infrared laser…”, Page 38.
1998
პატენტები/სერთიფიკატები — #2146909, #2146910, #14127, #13149 და სხვ.
2000
სასარგებლო მოდელები — #14126, #12918, #14114, #15455, #14010 და სხვ.

  ჯილდოები (შერჩეული)

1975
1 Премия…
1978
საპატიო სიგელი სტუდენტთა სამეცნიერო წრეში აქტიური მონაწილეობისთვის.